დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო წარსულში ცნობილი მოჭიდავის, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულისა და პრიზიორის, აჭარიდან დიდებში პირველი ევროპის ვიცე-ჩემპიონის კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის მოჭიდავეებთან ერთად, სპორტსმენები სომხეთიდანაც მონაწილეობენ. დღეს გამოვლინდნენ ის მოჭიდავეები, რომლებიც ხვალ ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ და ჩემპიონებისა და პრიზიორების ვინაობაც ხვალ გაირკვევა.