პრემიერის განცხადება ქართული არასამთავრობოების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

13 სექტემბერი 2024, 17:57 214 ნახვა

“როდესაც „ენჯეოებს“ დავაფინანსებთ, ეს იქნება გამჭვირვალე. იმის გამო, რომ ვიღაცებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროება ეშინოდათ, პანიკა ატეხეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

ასევე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ მონური დამოკიდებულებაა, როდესაც საქართველო მთავრობის მიერ „ენჯეოს“ დაფინანსება გამოწვევად აღიქმება, ხოლო ამერიკის, გერმანიის, ლუქსემბურგის მთავრობის მიერ დაფინანსება - არა. პრემიერმა თან განმარტა, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში