ბათუმი კიკბოქსინგში უკვე მეორედ, საერთაშორისო ტურნირს - „გრანდ ბელაჯიო ჩემპიონშიპს“ უმასპინძლებს. ღია ცის ქვეშ მოწყობილ რინგზე გულშემატკივრები რვა ორთაბრძოლას იხილავენ. აქედან ექვსი ბრძოლა კიკბოქსინგში ჩატარდება, ორი კი MMA-ს ვერსიით გაიმართება.
საღამოს კულმინაცია კი მთავარი ორთაბრძოლა იქნება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელი ალიმ ნაბიევი უგანდელ მებრძოლს უმარ სამატას დაუპირისპირდება.
შეჯიბრება კაჩინსკის ქუჩის 5-ში საგანგებოდ ღია ცის ქვეშ მოწყობილ რინგზე, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.