დღეს ორბელიანების სასახლის წინ 19:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს.
ორგანიზატორების განცხადებით, შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება შეხვდეს კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და მიულოცონ მათ მიღწეული წარმატება.
ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიებაზე დაპატიჟეს პრემიერიც, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციისგან არც დასტური და არც უარყოფა არ მიუღიათ.