სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში

12 სექტემბერი 2024, 20:09 299 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „შავი ზღვის თასი“, რომელიც 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ტარდება.

შეჯიბრებაში  საქართველოს გარდა ძიუდოისტები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან მონაწილეობენ. „შავი ზღვის თასის“ გათამაშებაზე 200-მდე ჯუდოკა ასპარეზობს. დღეს, შეჯიბრების პირველ დღეს მედლების კომპლექტი ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა. აჭარის ნაკრებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი საბა ბოლქვაძე გახდა, რომელსაც ჩემპიონის ტიტულთან ერთად, სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის სპეციალური თასის მფლობელიც გახდა, რომელიც მისმა ვაჟმა, კახა ფეიქრიშვილმა გადასცა. ხვალ ასპარეზობა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი