სამშენებელო რეგულაციები

08 აპრილი 2017, 00:00 2113 ნახვა

ბათუმში დღეს სამშენებლო სექტორში არსებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. ქალქ-მშენებლობისა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი კომისიის წევრებმა, არქიტექტორებთან და მშენებლებთან ერთად კა 2 კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტსაც.

მშენებლების განცხადებით, აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შემდეგ, არცერთი ნებართვა არ გაცემულა, რაც სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს საფრთხის ქვეშ აყენებს. შეფასებებს არ იზიარებენ კომისიის წევრები. მათი განმარტებით, რეგულაციების გამკაცრების მიზანი არა მშენებლობების შეზღუდვა, არამედ პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევაა.

ამავე კატეგორიაში