იწყება მზადება ელექტრო სკუტერების ჩემპიონატისთვის - ელექტრო სკუტერების ბიზნეს ლიგა. 13 სექტემბერს „ბათუმი კარტინგის“ ტერიტორიაზე გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა 18 წლის ზემოთ ასაკის მსურველებს შეეძლებათ.
ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონატში, რომელიც თბილისში გაიმართება.
შეჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია.
ტურნირის ორგანიზატორთა თქმით, ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რათა მომავალში შეძლონ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.