ქვიშაზე ჭიდაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

11 სექტემბერი 2024, 14:00 387 ნახვა

საქართველოს ქვიშაზე ჭიდაობის ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ბათუმში გადის. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 19-22 სექტემბერს საბერძნეთში გაიმართება.

შეჯიბრება 17 და 20-წლამდელთა შორის ჩატარდება, რომლის შემდეგ დიდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი გაიმართება, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას ნაკრების ლიდერი და ტურნირის მთავარი ფავორიტი მამუკა კორძაია და დიეგო მახარაძე დაიცავენ.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე სამივე ასაკობრივ კატეგორიაში შვიდი ფალავნით იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში