საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში

11 სექტემბერი 2024, 14:09 243 ნახვა

დღეს ბათუმის ქვიშის მოედანზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ქვიშის ფრენბურთში მამაკაცთა შორის „ოქროს ბურთი“. მასში  საქართველოსთან ერთად წყვილები თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ირანიდან და გაერთიანებული საამიროებიდან მონაწილეობენ. გამარჯვებისთვის 28 წყვილი იასპარეზებს.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ათი საუკეთესო დუეტი ერთმანეთში „კორტის მეფის“ ტიტულს გაითამაშებს. შეჯიბრება 14 სექტემბერს დასრულდება. აქვე გეტყვით, რომ უკვე დასრულდა ტურნირი ქალთა შორის „შავი ზღვის დედოფლები“. ფინალში ერთმანეთს ბათუმური წყვილი დაუპირისპირდა.

გაიმარჯვა ანი დიასამიძისა და ნანა ლობჟანიძის წყვილმა მოიპოვა,  მეორე ადგილზე ანა თვაურისა და ჯული სანაძის დუეტი გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი