იმიტირებული კენჭისყრა საარჩევნო უბნებზე

11 სექტემბერი 2024, 14:18 408 ნახვა

იმიტირებული  ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 598  საარჩევნო უბანზე დილის 11 საათზე დაიწყო.  კენჭისყრის პროცესი გაიმართა აჭარის რეგიონშიც, სადაც 26 ოქტომბერს ჯამში 316 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 250-ზე არჩევნები სრულად  ელექტრონული სისტემით ჩატარდება.  

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ისტორიაში გამორჩეული იქნება, რადგან სწორედ ამ დღეს ამომრჩევლები პირველად საქართველოს პარლამენტის წევრებს, აჭარის შემთხევაში კი, დამატებით უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას ელექტრონულად სრულად პროპორციული სისტემით აირჩევენ იმიტირებული არჩევნები  საღამოს 18 საათზე დასრულდება. 

წინასაარჩევნო რეპეტიცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული არჩევნებთან დაკავშირებით  ინფორმირების კამპანიის ფარგლებში  ჩაატარა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში