„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული

11 სექტემბერი 2024, 11:48 262 ნახვა

წელს პირველად  არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. მმართველმა პარტიამ უკვე წარადგინა საარჩევნო სიის პირველი ოცეული.  

სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, არიან მოქმედი დეპუტატები და ახალი სახეებიც.

გარდა ამისა სიის  მეექვსე ნომერია  კულტურის  მინისტრი თეა წულუკიანი,   ასევე  ცნობილი  სპორტსმენები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ისინი სიის პირველ ათეულში არიან.   როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა,  ის სპორტსმენები, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ, ღირსებით გააგრძელებენ სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში. კომენტარი გააკეთა გენო პეტრიაშვილმაც.

ოლიმპიური ჩემპიონის  თქმით,  პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში