პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე სამშობლოში დაბრუნდა

10 სექტემბერი 2024, 09:50 117 ნახვა

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა პარაჭოლჭიმელი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე. სპორტსმენს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლები. ქართველმა პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეცხრე მედალი მოუტანა.

საქართველომ პარალიმპიადზე პარაწოლჭიმში მედალი პირველად მოიპოვა.

პარიზის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მიიღო: ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ამ რაოდენობის მედალი საქართველომ პარალიმპიადაზე პირველად მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში