ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხდა

10 სექტემბერი 2024, 08:33 143 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვენლოში ნიდერლანდების ნაკრებთან 1:3 დამარცხდა. რამაზ სვანაძის გუნდისთვის ფრეც კარგი შედეგი იქნებოდა, რაც კონკურენტ შვედეთს დაწევის საშუალებას არ მისცემდა. გუნდს ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ვირუსის გამო ვეღარ დაეხმარა.

მასპინძლები მე-18 წუთისთვის ემანუელ ემეგას დუბლით 2:0 იგებდნენ. 31-ე წუთზე მამაგეიშვილმა ანგარიში შეამცირა. თუმცა, 72-ე წუთზე ქართველი მცველების შეცდომით ნოა ოჰიომ ისარგებლა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ დროისთვის საქართველო ჯგუფში 16 ქულით კვლავ მეორე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი უშუალო კონკურენტთან, შვედეთთან 10 ოქტომბერს სტუმრად გამართავს, ხოლო 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში