პარალიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ 

09 სექტემბერი 2024, 10:05 226 ნახვა

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდნენ პარაძიუდოისტები, ვერცხლის მედლის მფლობელები რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზურაბ ზურაბიანი და ბრინჯაოს მედალოსანი ინა ქალდანი. მათთან ერთად საქართველოში დაბრუნდა პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი და პარატაეკვონდოისტი ლია ჩაჩიბაია.

საქართველოში დაბრუნდნენ ეტლით მოფარიკავეებიც - ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი და პარალიმპიური თამაშების მონაწილე ირმა ხეცურიანი.

წარმატება ქართველ პარალიმპიელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიულოცა. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი