აქცია თელ-ავივში

09 სექტემბერი 2024, 09:44 223 ნახვა

საპროტესტო აქცია თელ-ავივში.  მოქალაქეები ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრუწლოვანი, რომელიც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახებს განუცხადეს, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, არ შედგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი