„ჯვაროსნები“ ხვალ ალბანეთს დაუპირისპირდებიან 

09 სექტემბერი 2024, 10:50 490 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაშია, სადაც ხვალ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს.

თბილისში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვილი სანიოლის გუნდმა 4:1 მოიგო.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში 10 სექტემბერს გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. თამაშის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი