დღეს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გასვლაზე ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.
7 ჩატარებული თამაშის შემდეგ საქართველოს 16 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ნიდერლანდები 8 მატჩში 24 ქულით ჯგუფში პირველია.
მატჩი ქალაქ ვენლოში გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს 22:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.