ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა თურქ სპორტსმენთან წააგო. ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი პარასპორტსმენი ლაშა ყიზილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამარცხდა.
პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების ასპარეზობის ბოლო დღეს საქართველოს სახელით პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე იასპარესებს.
აკაკი მოქმედი ევროპის ჩემპიონია. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დოისთვის რვა მედალია.