პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში იაპონელ სეტოსთან ორი ვაზარით წააგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეექვსე მედალი მოუტანა.
პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა მედლისთვის დაპირისპირებაში ყაზახ სპორტსმენს მოუგო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა, ეს კი საქართველოსთვის მეშვიდე მედალია. უნიკალური შემთხვევაც დაფიქსირდა. პირველად მოხდა, რომ თამაშების ისტორიაში მეუღლეებმა ორი მედალი მოიპოვეს.
ინა ქალდანი უკვე მეორე პარალიმპიელია, რომელმაც ორ ოლიმპიადაზე მოახერხა მედლის მოპოვება. ის ტოკიოს პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონიცაა.