აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ვერდიქტს მოსამართლე არჩევნების შემდეგ გამოიტანს. მანჰეტენის მოსამართლე ხუან მერჩანის განცხადებით, გადაწყვეტილება იმ მიზნით გადაიდო, რომ თავიდან აიცილონ შთაბეჭდილება, თითქოს ვერდიქტით საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურთ.
ცნობისთვის, ტრამპი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაშია ცნობილი. ასევე მან სიჩუმის სანაცვლოდ ერთ-ერთ პორნო ვარსკვლავს დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა.