ომი ახლო აღმოსავლეთში

07 სექტემბერი 2024, 12:10 121 ნახვა

ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელის ავიადარტყმებს ღაზის სექტორში სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ზეითუნის დასახლებასთან სამხედრო ძალების „ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებები მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, 1 კვირაა ქუჩებში ტანკები გადაადგილდებიან.

აფეთქებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, ისრაელის ძალებმა პალესტინული ქალაქი ჯენინი დატოვეს, სადაც 9 დღის განმავლობაში ოკუპირებული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბოლო თვეების ერთ-ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში