უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა - ვოლოდიმირ ზელენსკი

07 სექტემბერი 2024, 11:53 253 ნახვა

უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა, გაყინული კონფლიქტის გარეშე, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის, ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, უსაფრთხოების კავშირის ნაწილი.

"რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევთან უსაფრთხოების გარანტიები მინსკის შეთანხმებებისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომლებიც “ხაფანგი იყო”, ვინაიდან მინსკის შეთანხმებებმა კონფლიქტი გაყინა, რამაც რუსეთს ფართომასშტაბიანი ომისთვის მომზადების საშუალება მისცა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი