დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო და ჩეხეთი ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. პირველად ეს სულ ცოტა ხნის წინ, 22 ივნისს მოხდა. ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველო ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი ამავე რეიტინგში 47-ე პოზიციას იკავებს.
შეხვედრის მთავარი მსაჯი კი ორელ გრინფელდი იქნება.
დღევანდელი მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.