დღეს პარიზის პარალიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

07 სექტემბერი 2024, 09:33 379 ნახვა

დღეს პარიზის პარალიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. მედლებისთვის პარაძიუდოისტები ლაშა ყიზილაშვილი (J2-90 კგ) და რევაზ ჩიკოიძე (J2 – +90 კგ) იბრძოლებენ.

წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17:30 საათზეა ჩანიშნული.

პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადაზე 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს, რაც ქართული დელეგაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში