ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (-70 კგ. J2) პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ქალდანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახ აიალა მერეკეს დამატებით დროში ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მესამე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ინა ქალდანისთვის პარალიმპიურ თამაშებზე ეს რიგით მეორე მედალია. მან ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე შვიდი მედალია.
ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.