საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში „BATUMI OPEN 2024”

06 სექტემბერი 2024, 14:04 430 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, - „ბათუმი ოუფენ 2024“ დაიწყო. ბათუმის ტატამიზე 13 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრება როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა, ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ტარდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 140 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, ამათგან 80 აჭარიდანაა. შეჯიბრების პირველ დღეს ახალგაზრდა სპორტსმენები ასპარეზობენ, ხვალ კი ტურნირი უფროსი ასაკის მებრძოლების დაეთმობათ, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს და პრიზიორებს.

შეჯიბრება აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია ამ ტურნირზე გააკეთებს განაცხადს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ჩატარებასთან დაკავშირებით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი