ხანძარს კენიის სკოლაში 17 მოსწავლე ემსხვერპლა

06 სექტემბერი 2024, 08:45 243 ნახვა

17 მოსწავლე ემსხვერპლა კენიის ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილ ხანძარს, 14 კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაღუპულთა იდენტიფიკაციის პროცესი, თუმცა ცხედრების დაზიანების მაღალი მაჩვენებლის გამო, ზოგიერთი მათგანის ამოცნობა ვერ ხერხდება.

სამედიცინო დაწესებულებაში მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან დაშავებულებს მძიმე დამწვრობა აქვთ.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში