ტელეგრამის დამფუძნებლისთვის საფრანგეთში მისი დაკავება მოულოდნელი იყო

06 სექტემბერი 2024, 09:45 263 ნახვა

„ტელეგრამის“ დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. წერს, რომ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მისი დაკავება მოულოდნელი იყო. პაველ დუროვის თქმით, დაკითხვა 4  დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამართალდამცავები მის  პასუხისმგებლობას  აყენებენ  სხვა ადამიანების მიერ „ტელეგრამის“ უკანონო გამოყენებაზე,  რადგანაც საფრანგეთის ხელისუფლებას ტელეგრამისგან პასუხები არ მიუღია.

პაველ დუროვი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელს ჰყავს თავისი ოფიციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, საფრანგეთის ხელისუფლებას კი მასთან დასაკავშირებლად და დახმარების სათხოვნელად მრავალი გზა ჰქონდა.

ტელეგრამის დამფუძნებელი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მან 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი