ქართველმა პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია G2) პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ზურაბიანი ფინალურ შეხვედრაში უზბეკ შერზოდ ნამაზოვს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.
ცნობისთვის, ზურამ პარალიმპიადაზე ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც ჩილელ იოხან ერერას ვაზარით მოუგო, ნახევარფინალში კი ზურაბიანმა ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერს იპონით სძლია.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია.