საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა 3-0 დაამარცხა

05 სექტემბერი 2024, 22:01 818 ნახვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბათუმში მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრები დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გოლები გიზი მამაგეიშვილმა, გიორგი კვერნაძემ და გიორგი აბუაშვილმა გაიტანეს.

მატჩში სამივე საგოლე გადაცემა ლაშა ოდიშარიას ანგარიშზეა.

7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 16 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას გასვლაზე ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ 9 სექტემბერს გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში