ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია G2). პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს.
ზურაბიანმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი მარტივად იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი პარასპორტსმენის მეტოქე უზბეკი შერზოდ ნამაზოვი იქნება.
ფინალური ბლოკი დღეს 18:00 საათიდან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე შვიდი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია.
ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.