საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში გამართა. ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა.
ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ ნაკრების დებიუტანტები - შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს.
7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.