აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა, პარტიულ სიასთან ერთად, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობაც უნდა წარმოადგინოს - უსკო

05 სექტემბერი 2024, 13:38 411 ნახვა
 

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისათვის, უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა, პარტიულ სიასთან ერთად, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობაც უნდა წარმოადგინოს - ინფორმაციას უსკო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განისაზღვრა ორი სამედიცინო დაწესებულება, სადაც კანდიდატების შემოწმება განხორციელდება.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ (მუხლი 15), 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო სუბიექტმა (უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა) არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (ბოლო ვადა -26 სექტემბერი) პარტიულ სიასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.

უსკომ განკარგულებით განსაზღვრა ორი სამედიცინო დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს კანდიდატების შემოწმება:

ა) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი, მისამართი: ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის ქუჩა №102;

 

ბ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“. მისამართი: ქ. ბათუმი, ნ. ჯაყელის ქუჩა №44;

ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გარდა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობისა, უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილ პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი