რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე

05 სექტემბერი 2024, 09:58 290 ნახვა

რუსები უკრაინას ათობით დრონით დაესხნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ქვეყნის რამდენიმე ოლქის მიმართულებით გაუშვეს.

ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა პოლტავასა და ლვოვზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, 60 ადამიანი დაიღუპა და 360-ზე მეტი დაშავდა.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით კი, ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა. აქვე გეტყვით, უკრაინაში დმიტრო კულებას შემცვლელი დაასახელეს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში