პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა

05 სექტემბერი 2024, 10:01 91 ნახვა

პრემიერმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ირაკლი კობახიძე მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.

უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი