საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს 

04 სექტემბერი 2024, 10:02 316 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილის აკლდა, რომელიც გუნდს დღეს შეუერთდება. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს.

7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი