ბათუმის ბულვარში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება მიმდინარეობს. დაიწყო ქვიშის ფეხბურთისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნების რეაბილიტაცია.
განახლდა ტრიბუნები, შეიცვალა სკამები და გარე განათება.
ორივე მოედანზე დაემატება ქვიშის საფარი. მოედნების რეაბილიტაცია მალე დასრულდება და სპორტსმენები ტურნირების ჩატარებას განახლებულ მოედნებზე შეძლებენ.