ბათუმის კორტებზე დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის. ტურნირი როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ჩატარდა და მასში 70 სპორტსმენი მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ასევე იაპონიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან.
ასპარეზობა საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად ბათუმში ჩატარდა. გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასებთან და მედლებთან ერთად, ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ერთეულთა თანრიგში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, რომელიც ასპარეზობის უხუცესი მონაწილე გახლდათ და საგანგებო პრიზიც გადაეცა. ორგანიზატორთა განცხადებით, შეჯიბრება ტრადიციული გახდება და მას ყოველწლიურად ბათუმი უმასპინძლებს.