საპროტესტო აქცია მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით

02 სექტემბერი 2024, 09:55 113 ნახვა

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა. მედიის ინფორმაციით, 300 000 ადამიანი შეიკრიბა, ქვეყნის სხვა ქალაქში გამართულ აქციებში კი კიდევ 200 000-მა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტებს ეჭირათ ექვსი სიმბოლური კუბო, რითაც სიმბოლურად გამოხატავდნენ ღაზაში ექვსი მძევლის ცხედრის აღმოჩენას. ისინი ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებდნენ, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს.

აქციის მონაწილეების ნაწილმა აიალონის გზატკეცილი გადაკეტა. პოლიციის განცხადებით, იძულებულები გახდნენ საპროტესტო აქცია უკანონოდ გამოეცხადებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენა.

თელ-ავივში დაახლოებით 30 მომიტინგე დააკავეს, გარდა ამისა მომიტინგეები დააკავეს იერუსალიმში და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში