პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

02 სექტემბერი 2024, 11:21 235 ნახვა

ჩვენ ხვალ გავხსნით საშემოდგომო სესიას, ჩვენ გვექნება შემჭიდროებული სესიები, სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რომ ყველა კოლეგას, ვინც ჩართული არის საარჩევნო მარათონში, მიეცეს შესაძლებლობა მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული.

„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება, რომელსაც ამ საშემოდგომო სესიის განმავლობაში განვიხილავთ. მიმდინარე კვირას და შემდეგ სასესიო კვირას. უფრო შემჭიდროებული სესია იქნება, ვიდრე ეს არის ხოლმე“, - განაცხადა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესიის პირველ კვირაში პარლამენტი ამნისტიის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი