ბელგოროდის დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

31 აგვისტო 2024, 11:25 326 ნახვა

ბელგოროდის დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

გლადკოვის ინფორმაციით, შვიდი მოზრდილი და სამი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც იგი წერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე თავდასხმა „ვამპირის“ ტიპის რეაქტიული სისტემებიდან გაშვებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განახორციელეს.

ბელგოროდში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, რამდენიმე სოციალური და კომერციული ობიექტი, ავტომობილები.

უკრაინის სამხედროებს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის ოლქს ესაზღვრება.

30 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ხარკოვში, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია, 97-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი