ანა ჯაფარიძემ პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

30 აგვისტო 2024, 11:59 263 ნახვა

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ანა ჯაფარიძეს ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა გადასცა. დღეს პარიზში პარატაეკვონდისტი გიორგი ნიკოლაძე, პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული და პარამძლეოსანი, შუბის მტყორცნელი დავით ქავთარაძე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი