ქართველი მკლავჭიდელების ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე

28 აგვისტო 2024, 19:59 298 ნახვა

მოლდოვაში დასრულებულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. მიღწეული შედეგების შესაბამისად, მთავრობის დადგენილების თანახმად, სპორტსმენები პრემიებსა და სტიპენდიებს მიიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი