„ცისფერი უბანი“

28 აგვისტო 2024, 14:08 445 ნახვა

ბათუმში  ფარნავაზ მეფისა და  გამსახურდიას ქუჩების კვეთა ტრადიციულად  საბავშვო დღესასწაულის ადგილად იქცა. ბავშვების გასამხიარულებლად  ხელოვანი  პაატა მოისწრაფიშვილი ყოველ მარიამობას  ძველ ბათუმში,  ე.წ. ცისფერ უბანში  გზის ნაწილს კეტავს და ბუშტებითა და დროშებით აფორმებს. პატარებს  ფერადი ცარცები დაურიგა და  ყველამ ერთად ტროტუარები და ფილაქანი მოხატეს. 

საბავშვო  ზეიმის ტრადიცია უკვე 45 წელს ითვლის.

მსახიობმა ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულიც დაურიგა, უფროსებს კი მოუწოდა, რომ პატარებზე განსაკუთრებულად იზრუნონ, მისცენ მათ განათლება და ხშირად უთხრან, რომ უყვართ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი