მოლდოვაში დასრულებულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატის პრიზიორებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია შეხვდა, სპორტის სამინისტროს სახელით მიულოცა წარმატებული ასპარეზობა და მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მკლავჭიდელები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. მიღწეული შედეგების შესაბამისად, მთავრობის დადგენილების თანახმად, სპორტსმენები პრემიებსა და სტიპენდიებს მიიღებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.