ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა „კარლსრუე“ დატოვოს

27 აგვისტო 2024, 12:13 428 ნახვა

ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა „კარლსრუე“, დატოვოს. როგორც გერმანული მედია იტყობინება, „კარლსრუემ“ ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო ქართველ ფორვარდთან დაკავშირებით, რომელსაც თავის მხრივ ხელფასის სახით საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება აქვს.

საუბარია შვიდნიშნა ციფრზე. ჯერჯერობით, არ სახელდება გუნდის ვინაობა, მაგრამ ბუდუს ახლო წარსულში ყველაზე ხშირად „ზანკტ პაულისთან“ და „ტრაბზონსპორთან“ აკავშირებდნენ. მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. მას „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი