საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა მოლდოვას ქალაქ ჩისინაუში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის. ჩვენმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა კი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.