საქართველო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება

24 აგვისტო 2024, 14:49 612 ნახვა

2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიულ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025“-ს უმასპინძლებს. გარდა ბაკურიანისა, ფესტივალს  თბილისი და ბათუმი უმასპინძლებენ, სადაც შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში გაიმართება.

დღეს ბათუმში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპორტული დირექტორი  და „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები  იმყოფებოდნენ, რომლებმაც მშენებარე ყინულის სასახლე დაათვალიერეს და ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცვნენ.

საღამოს რვა საათზე კი საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაიმართება „ბაკურიანი 2025“-ის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და კონცერტი სხვადასხვა ბენდის შესრულებით. ოლიმპიური ფესტივალი სპორტის რვა სახეობაში ჩატარდება, ბათუმში კი შეჯიბრებები ფიგურულ სრიალსა და ციგურებით რბოლაში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი