საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღის დელფინი 2024“ დასრულდა

22 აგვისტო 2024, 11:45 423 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი 2024“. შეჯიბრება 8, 10, 12 და 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ჩატარდა და მასში ექვსი ქვეყნის 130 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირი კლასიკურ ჭადრაკში გაიმართა, თუმცა ასევე ჩატარდა შეჯიბრება ელვისებურ ჭადრაკშიც. 8, 10 და 20 წლამდელთა შორის მამია ხარაზის, ღია კატეგორიაში კი შოთა ჭურკვეიძის სახელობის თასები გათამაშდა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ჩემპიონებს კი სამახსოვროდ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ხელმოწერით საჭადრაკო დაფები გადაეცათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში