დონალდ ტრამპი საქართველოს ელჩს შეხვდა

06 აპრილი 2017, 00:00 2366 ნახვა

თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს უმასპინძლა. ინფორმაცია შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ქართველ დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა - ნათქვამია საელჩოს გვერდზე.

დავით ბაქრაძე, რომელსაც მანამდე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, ამერიკაში საქართველოს ელჩად გასული  წლის ოქტომბერში დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი